Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი და აზერბაიჯანი მიანიშნებენ მზაობაზე მონაწილეობა მიიღონ მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებაში მთიანი ყარაბაღის შესახებ


აზერბაიჯანის პრეზდიენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთს, აშშ-ს და საფრანგეთს - ე.წ. მინსკის ჯგუფის წევრებს - მოუწოდა გააგრძელონ კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევა. მინსკის ჯგუფი შუამავლობას უწევს სამშვიდობო ძალისხმევას მთიან ყარაბაღში მას შემდეგ, რაც ადრეულ 1990-იან წლებში ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება იქნა მიღწეული.

"ვფიქრობ, ამ სამმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთობლივი მუშაობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად, ოღონდ იმ პირობით, რომ ნეიტრალურები დარჩებიან" - უთხრა ალიევმა ინტერვიუში ალ-ჯაზირას 3 ოქტომბერს.

მის სიტყვებს ერთი დღით უსწრებდა წინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ის მიესალმება მინსკის ჯგუფის მიერ გავრცელებულ მოწოდებას შეტაკებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მთიანი ყარაბაღის გარშემო. 2 ოქტომბერს სომხეთმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს ეუთოს ეგიდით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე კვირაში იფეთქა შეტაკებებმა ქვეყნების ძველ დაპირისპირებაში, რამაც გაზარდა შიში სრულმასშტაბიანი ომის და მასში რეგიონული მოთამაშეების, რუსეთის და ნატოს წევრი თურქეთის ჩართვის შესახებ.

მთიანი ყარაბაღი და მასთან მიმდებარე აზერბაიჯანის შვიდი ოლქი ხელში ჩაიგდეს სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 1988-1994 წლების კონფლიქტის დროს. ამ კონფლიქტს ემსხვერპლა სულ მცირე 30,000 ადამიანი, ასი ათასობით პირი ლტოლვილად იქცა.

1994 წელს, რუსეთის შუამავლობით მიღწეული, მყიფე ზავის შემდეგ რეგიონს ეთნიკური სომხების ძალები აკონტროლებენ, რომელთა რიგებშიც, აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი სამხედროებიც არიან. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს აღიარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG