Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიდეომიმართვაში ტრამპი ამბობს, რომ თავს "ბევრად უკეთ" გრძნობს და იმედოვნებს, რომ "მალე დაბრუნდება"


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც COVID-19-ის გამო მკურნალობენ ვაშინგტონთან მდებარე სამხედრო საავადმყოფოში, ტვიტერით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ თავს "ბევრად უკეთ" გრძნობს და იმედოვნებს, რომ "მალე დაბრუნდება" 3 ნოემბერს დანიშნული არჩევნების კამპანიის გასაგრძელებლად.

ოთხწუთიან ვიდეომიმართვაში ტრამპი ასევე ამბობს, რომ შემდეგი რამდენიმე დღე "ნამდვილი გამოცდა" იქნება და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყველას აშშ-ში და მსოფლიოს გარშემო. "ჩვენ დავამარცხებთ ამ კორონავირუსს" - ოპტიმისტურად აცხადებს ტრამპი კორონავირუსის თერაპიასთან მიმართებით და მკურნალობის მოახლოებულ მეთოდებს უწოდებს "ღმერთისგან მომავალ საოცრებებს".

ტრამპს, რომელსაც ანტისხეულებით თერაპიასთან ერთად აძლევენ პრეპარატ რემდესივირს, მუშაობის გაგრძელება შეუძლია საავადმყოფოს საპრეზიდენტო ოთახიდან, რომელიც შესაბამისად არის აღჭურვილი - იუწყება თეთრი სახლი. რემდესივირი წარმოადგენს ექსპერიმენტულ ანტივირუსულ საშუალებას, რომელსაც პაციენტებს ინტრავენურად აწვდიან და რომელმაც გარკვეული შედეგები აჩვენა დაავადების ინტენსივობის და ხანგრძლივობის შემცირების თვალსაზრისით. ვარაუდობენ, რომ ტრამპი ამ პრეპარატს ხუთი დღის განმავლობაში მიიღებს.

მანამდე ტრამპის მკურნალი ექიმების გუნდმა ოპტიმისტურად შეაფასა მისი მდგომარეობა - ექიმებმა განაცხადეს, რომ ის "განსაკუთრებულად კარგ განწყობაზეა", არ აქვს სიცხე და სუნთქვის სირთულეები. თუმცა მისი აპარატის წევრმა თქვა, რომ 74 წლის პრეზიდენტისთვის შემდეგი ორი დღე გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG