Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი სომხეთისგან მოითხოვს გეგმის შემუშავებას ჯარების გასაყვანად


აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მოითხოვს სომხეთმა შეადგინოს დროში გაწერილი გეგმა ძალების მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან გასაყვანად და აცხადებს, რომ სანამ ეს არ მოხდება, აზერბაიჯანი არ შეწყვეტს სამხედრო მოქმედებას.

4 ოქტომბრის საღამოს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანის ძალები წინ მიიწევენ უკვე ერთი კვირის განმავლობაში წარმოებულ ბრძოლაში, იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც მათ 1990-იან წლებში ეთნიკურ სომხებთან ომში დაკარგეს. "აზერბაიჯანს მხოლოდ ერთი პირობა ამოძრავებს, თავისი ტერიტორიების გათავისუფლება" - თქვა მან და დასძინა: "მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და ჩვენ დავბრუნდებით".

ალიევის გამოსვლის ფონია აზერბაიჯანის და ეთნიკური სომხების ძალებს შორის მიმდინარე შეტაკებები, რომლებსაც ასობით ადამიანი შეეწირა, მათ შორის ბევრი სამოქალაქო პირი ორივე მხრიდან. ამ ხანგრძლივ კონფლიქტში შეტაკებების ახალი ტალღა 27 სექტემბერს დაიწყო.

4 ოქტომბერს უფრო ადრე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ძალები ქალაქ განჯას უტევდნენ რაკეტებით. სომხეთმა უარყო ცნობა, რომ მან "რაიმე სახის" ცეცხლი გახსნა აზერბაიჯანის მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG