Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

KENZO-ს დაამარსებელი COVID-19-ით გარდაიცვალა


ფოტო არქივიდან: კენზო ტაკადა
ფოტო არქივიდან: კენზო ტაკადა

კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ცნობილი იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა. ის 81 წლის იყო.

კენზო ტაკადა პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში 4 ოქტომბერს გარდაიცვალა კორონავირუსული ინფექციის გამწვავების შედეგად.

მის მიერ დარსებული მოდის სახლი KENZO ტვიტერით იუწყება თავის დიდ მწუხარებას და აღნიშნავს, რომ ბატონი ტაკადა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელსაც მსოფლიოსთვის მოჰქონდა შემოქმედება და ფერი.

კენზო ტაკადა 1939 წელს დაიბადა იაპონიის ჩრდილოეთში. 1965 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. 70-იან წლებში დააფუძნა საკუთარი ბრენდი. 1993 წელს KENZO შეიძინა ფრანგულმა კონცერნმა LVMH.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG