Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილ 2 პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა


ბოლო 24 საათში COVID-19-ით გარდაცვლილი ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 80 წლის ქალს
ანამნეზში აღენიშნებოდა ინსულტიც, ხოლო 65 წლის ქალს ჰქონდა გულის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანის გარდაცვალების თარიღად მითითებულია 4 ოქტომბერი.

აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 52 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG