Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის რესურსები შეუზღუდავია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ყოველდღიურად კორონავრუსის 100-ეულობით ახალი შემთხვევების მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა მართვის პრობლემა არ შექმნილა. თუმცა მან ქვეყნის რესურსებს გაუსვა ხაზი და საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების წესების დაცვაა საჭირო.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ ყველა დაწესებულებამ უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, შეამოწმოს მოქალაქეთა ტემპერატურა, გამოიყენოს სადეზინფექციო საშუალებები.

ბოლო დღე-ღამეში 578 ახალი ინფიცირებულის დამატებით საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8 696-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში 375-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ეს რიცხვი 4 619-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსმა 52 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG