Accessibility links

logo-print logo-print

საარჩევნო კამპანიაში ჩართული ბათუმელი კანდიდატების ოჯახის წევრებს კორონავირუსი აქვთ


საარჩევნო კამპანიას თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული ტიტე აროშიძე. მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც აროშიძემ ტესტირება ჩაიტარა და უარყოფითი პასუხის მიუხედავად, თვითიზოლაცია გადაწყვიტა. 8 დღიანი იზოლაციის ვადა ამ კვირაში იწურება, რის შემდეგაც ტიტე აროშიძე საარჩევნო კამპანიას გააგრძელებს.

კორონავირუსი დაუდასტურდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამასაც. ვარშალომიძე ფეისბუკზე წერს, რომ ტეტსირება თავადაც ჩაიტარა, პასუხი უარყოფითია და საარჩევნო კამპანიას აგრძელებს.

ლევან ვარშალომიძე საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია და მე-7 ნომერია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს პარტიულ სიაში.

საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთ დღეს, 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG