Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის პრეზიდენტი ყატარში მიემგზავრება სამშვიდობო მოლაპარაკების ფონზე


ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ყატარში ჩადის ორმხრივი შეხვედრების გასამართავად სპარსეთის ყურის ამ ქვეყნის ლიდერებთან, მაგრამ არ შეხვდება თალიბების წარმომადგენლებს, რომლებიც დედაქალაქ დოჰაში ავღანეთის მთავრობის დელეგაციასთან
სამშვიდობო მოლაპარაკებაზე იმყოფებიან.

ავღანეთის მთავრობის და თალიბების მოლაპარაკების მიზანია, მიაღწიონ ძალადობის შეწყვეტის გარშემო შეთანხმებას და ავღანეთში ძალაუფლების განაწილების შესაძლო ხელშეკრულებას. დიპლომატიური წყაროების თანახმად, წინსვლისთვის ამ მოლაპარაკებაზე ჯერ არ მიუღწევიათ.

შიდაავღანური მოლაპარაკება ნაწილია აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეულ შეთანხმებისა, რომელსაც თებერვალში მიაღწიეს. მისი პირობებით, უცხოეთის ჯარებმა უნდა დატოვონ ავღანეთი 2021 წლის მაისისთვის და სანაცვლოდ, თალიბებს მოეთხოვებათ ანტიტერორისტული გარანტიების მიცემა.

ამ მოლაპარაკებების ფონზე ძალადობა ავღანეთში არ შეწყვეტილა. ლაღმანის პროვინციაში, 5 ოქტომბერს, ავტომანქანის აფეთქებამ სულ მცირე, რვა ადამიანი იმსხვერპლა. თავდასხმის სამიზნე პროვინციის მმართველი იყო, რომელიც თავდასხმას გადაურჩა. თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა არავის უკისრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG