Accessibility links

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი, სავარაუდოდ, მაყურებლის გარეშე ჩატარდება


"დინამო არენა". 15 აგვისტო, 2019 წ.

უეფას მიერ ორიოდ დღის წინ გავრცელებული სასიხარულო განცხადების მიუხედავად, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე მაყურებლის დასწრება მაინც საეჭვოა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა შეზღუდვა ნაწილობრივ შეამსუბუქოს და მომავალ სანაკრებო და საკლუბო შეჯიბრებებზე მასპინძელ ქვეყნებს სტადიონის ტრიბუნების ოცდაათი პროცენტით შევსების ნება დართო, თუმცა უეფამ იქვე განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება თავად მასპინძელმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კი „დინამოარენაზე“ სამ დღეში გასამართ მატჩზე ოცი ათასამდე მაყურებლის შეკრებას მხარს არ უჭერს.

„8 ოქტომბრის მატჩზე ათასობით მაყურებლის თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დიდ რისკთანაა დაკავშირებული. საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მოახლოებულ სანაკრებო მატჩზე მაყურებლების დასწრებას მხარი არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაუჭირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG