Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიასთან დაკავებულები შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მერიასთან დაკავებულები გაათავისუფლა. ისინი "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები და აქტივისტები იყვნენ.

რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს,

მერიასთან აქტივისტები პარტიის წევრებისთვის გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებენ. ადგილზე მისულები იყვნენ ლიდერებიც. როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პარტიის წევრებს ჯარიმა მას შემდეგ გამოუწერეს, რაც ისინი საბანკო სესხების დაწევის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG