Accessibility links

ყირგიზეთში თორმეტი პარტია მოითხოვს არჩევნების შედეგის გაუქმებას


ყირგიზეთში თორმეტი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ორი, რომელმაც მანდატები მოიპოვა, ხელს აწერს პეტიციას და მოითხოვს გაუქმდეს კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგი, რომლითაც გამარჯვება მიენიჭა ყირგიზეთის პრო-მოსკოვურად განწყობილი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის მომხრე პარტიებს.

5 ოქტომბერს ბიშკეკის ცენტრში 10 პარტიის ათასობით აქტივისტმა და მომხრემ მოიყარა თავი და განაცხადა, რომ წინა დღით ჩატარებული არჩევნების შედეგი გაყალბებულია, არჩევნებს თან სდევდა ამომრჩევლის მოსყიდვა და სხვა დარღვევები.

ოპოზიციის განცხადებები გაამყარა ეუთოს შეფასებამ, რომელმაც 5 ოქტომბერს თქვა, რომ ყირგიზეთის არჩევნებს ჩრდილი მიაყენა "ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ სანდო ბრალდებებმა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG