Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი გაიზარდა


ბოლო დღე-ღამეში თბილისში კორონავირუსით უფრო მეტი პირი დაინფიცირდა, ვიდრე ეს წინა დღეებში. ბოლო 24 საათში ეს მაჩვენებელი 99-ს გაუტოლდა.

  • 6 ოქტომბერი - 99;
  • 5 ოქტომბერი - 72.

ბოლო 24 საათში საქართველოში მცირედით იკლო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ. ბოლო დღე-ღამეში ეს რიცხვი 549 იყო, რამაც საერთო მონაცემები 9 245-მდე გაზარდა. ამავე პერიოდში 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეს მაჩვენებელი 4 887-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG