Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდ-კლინიკებში პაციენტების გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 3 ბათუმშია


ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბოლო 24 საათში ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 68 წლის კაცს COVID-19-ის, პნევმონიის და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გარდა ჰქონდა რთული თანმდევი დაავადებები. 64 წლის ქალს, დიაგნოზით: COVID-19, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა ინსულტიც და შაქრიანი დიაბეტი. 84 წლის კაცს COVID-19-ის, ორმხრივი პნევმონიის და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გარდა გადატანილი ჰქონდა ინსულტი.

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი, 67 წლის ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა, მცხეთის ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში 4 პაციენტის გარდაცვალება დღეს დილით დადასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 58-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG