Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: მე შემიძლია ვიყო ხალხისთვის პოლიტიკის შექმნის მუხტი საქართველოს პარლამენტში


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ამბობს, რომ იგი საქართველოს მომავალ პარლამენტში პოლიტიკის შექმნის მუხტი იქნება:

„ბევრი გეგმა მაქვს, ადგილობრივიც - „ ჩემი უბანი ჩემი ქვეყანაა“ და ეროვნულიც. ყველაზე ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია. რაც მთავარია, არის ის, რომ მე ვფიქრობ, რომ მე შემიძლია ჩემი ბიოგრაფიიდან და წარსულიდან, მონაცემებიდან გამომდინარე ვიყო ხალხისთვის პოლიტიკის შექმნის მუხტი საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ანა დოლიძემ.

მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებას 10-ზე მეტ კანდიდატს შორის შეეცდება. იგი თავის მთავარ კონკურენტად ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გია ვოლსკის მიიჩნევს. ანა დოლიძე პოლიტიკოსობამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. მან საბჭო 22 ივნისს დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG