Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებია


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაადასტურეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ პანდემიის პერიოდში გამოვლენილია სულ 106 შემთხვევა, მათგან 16 რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 1765 შემთხვევა. მათგან 15 გარდაცვალების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG