Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის სამეფო აკადემიამ გამოაცხადა 2020 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა


შვედეთის სამეფო აკადემიამ გამოაცხადა ვინაობა მკვლევრებისა, რომლებსაც 2020 წელს ნობელის პრემია მიაენიჭათ ფიზიკის დარგში.

აკადემიის გადაწყვეტილებით, 2020 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ბრიტანელ როჯერ რენროუზს, გერმანელ რაინჰარდ გენცელს და ამერიკელ ანდრეა გეზს სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ფენომენის „შავი ხვრელის“ კვლევის სფეროში გაკეთებული აღმოჩენებისთვის.

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გაიცემა 1901 წლიდან და მისი ლაურეატები იყნენ ისეთი გამოჩენილი მკლევრები, როგორიც არიან ალბერტ აინშტაინი და ვილჰელმ რიონტგენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG