Accessibility links

logo-print logo-print

კალაძე იპოდრომზე: კანონდარღვევა არაა, "ნაციონალებმაც" გადმოგვცენ დიღმის ტყე-პარკთან მიწები


​თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ მუნიციპალიტეტისთვის მრავალმილიონიანი ღირებულების "იპოდრომის" ტერიტორიის გადაცემა კანონდარღვევა არაა. ასე გამოეხმაურა შესაძლო ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს.

"არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. მეტსაც გეტყვით, ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ფლობენ ტერიტორიებს დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ საჩუქრად ეს ტერიტორიები, არანაირი შეზღუდვა არ არის ამაში. მზად ვართ, გადმოგვცენ ეს ტერიტორიები და მადლობლები ვიქნებით, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის. იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის მათ ფული დახარჯონ", - განაცხადა კალაძემ.

იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებაზე ცნობილი გუშინ, 5 ოქტომბერს გახდა. ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრება თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო და უცნობია, რა ფასად მოიპოვა წინა ხელისუფლების დროს რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG