Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ გორში მრავლობითი დაზიანებით ჯარისკაცი იპოვა


პოლიციამ მრავლობითი დაზიანებებით გორის რაიონში ჯარისკაცი იპოვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლის პასუხისმგებლობა ცემისთვის დგება.

როგორც ოჯახის წევრმა "ფორმულას" განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მოტეხილი აქვს მალები. ის მკურნალობას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში აგრძელებს.

რადიო თავისუფლებას კლინიკაში განუცხადეს, რომ პაციენტის სურვილიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ უფლება მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მისთვის არასამუშაო დროს დაშავდა.

"თავად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის განმარტებით, ის იმყოფებოდა მეგობრის წვეულებაზე, საიდანაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა მდინარის პირას წყლის არხში და შედეგად მიიღო დაზიანება", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG