Accessibility links

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩავიდა, მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლის ფრონტზე შედარებით სიმშვიდეა


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ და აზერბაიჯანის პრეზიდენტიბ ილჰამ ალიევი. ბაქო, 2020 წლის 6 ოქტომბერი.

დიპლომატიური მცდელობა სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში და მის გარშემო გააქტიურდა 6 ოქტომბერს მშვიდი ღამის შემდეგ, რომლის წინ, 27 სექტემბრის შემდეგ, ცხარე ბრძოლები გაიმართა სომხურსა და აზერბაიჯანულ ძალებს შორის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ბაქოში, ხოლო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საბრძოლო ვითარების გარშემო იმსჯელა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას.

საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო აზერბაიჯანის და სომხურ ძალებს შორის, რამაც გაზარდა შეშფოთება, რომ კონფლიქტი გაღრმავდებოდა და ჩაითრევდა რეგიონის მძიმეწონოსნებს, თურქეთს, რომელიც აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეა და რუსეთს, რომელთანაც თავდაცვითი ხელშეკრულება აკავშირებს სომხეთს.

ჩავუშოღლუმ 6 ოქტომბერს ტვიტერით დაწერა: „ბაქოში ვართ, რათა ჩვენს ძმებს აზერბაიჯანში ვუჩვენოთ ჩვენი ქვეყნის სოლიდარობა“.

კრემლმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ფაშინიანმა და პუტინმა „გააგრძელეს გამწვავებული სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის სამხედრო ზონაში და დასძინა, რომ „პუტინმა კიდევ ერთხელ გამოხატა საომარი მოქმედების შეწყვეტის საჭიროება“.

5 ოქტომბერს რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში და მის გარშემო და განაცხადეს, რომ კონფლიქტი, რომელიც ესკალაციას განიცდის, წარმოადგენს "დაუშვებელ საფრთხეს" რეგიონის სტაბილურობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG