Accessibility links

26 ქვეყანა მოუწოდებს დასავლეთს სანქციების გაუქმებისკენ, რათა პანდემიის დაძლევა გაუიოლდეთ


ოცდაექვსმა ქვეყანამ მოუწოდა შეერთებული შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, გააუქმონ სანქციები მათ მიმართ, რათა პანდემიით მოტანილ პრობლემებს უფრო იოლად გაართვან თავი.

ჩინეთი სანქციების გაუქმებისკენ მოწოდების მოთავე იყო გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 5 ოქტომბერს.

გაეროში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ სანქციები არღვევს გაეროს წესდებას და აბრკოლებს ადამიანის უფლებების დაცვას "დაზარალებულ ქვეყნებში მოსახლეობის კეთილდღეობისთვის" ხელის შეშლით და ჯანმრთელობის უფლებისთვის ძირის გამოთხრით.

იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მხარი დაუჭირეს ამ განცხადებას, იყვნენ ირანი, რუსეთი, სირია და სხვა ქვეყნები, რომლებსაც მრავალრიცხოვანი სანქციების აქვთ დაწესებული შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ან დასავლეთის სხვა ქვეყნების მხრიდან.

ამისგან დამოუკიდებლად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა ახალი საგანგებო დახმარება, რომლის მიზანია, დაეხმაროს ღარიბ ქვეყნებს დავალიანების დაფარვაში და პანდემიის შედეგების დაძლევაში.

სესხის გადახდაში დახმარების გარდა, პაკეტი გულისხმობს "მწირი ფინანსური რესურსების გამოთავისუფლებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სახის ძალისხმევებისთვის დახმარების მიზნით" პანდემიის პერიოდში, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG