Accessibility links

site logo site logo

"დაგვაბრუნეთ ჩვეულ რიტმში" - უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ბათუმში აქციას მართავენ


"დაგვაბრუნეთ ჩვეულ რიტმში" - ამ მოთხოვნით მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩნენ, ბათუმში აქციას მართავენ. მათი თქმით, მათ აქვთ საბანკო სესხები, რომლებსაც დაკარგული სამსახურის გამო ვერ ფარავენ.

"მე ვითხოვ საარსებო მინიმუმს", - თქვა აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ითხოვენ შეხვედრას. მათი თქმით, თუ რიჟვაძე მათ შეხვედრას გადაწყვეტს, სოციალურ დისტანციას დაიცავენ, რაც აუცილებელია კორონავირუსის პანდემიის დროს.

დღეს პროტესტი აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათის წინ დაიწყეს, მათ ქალაქში მსვლელობა მოაწყეს.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო ასეულობით ადამიანმა დაკარგა სამსახური. ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მოქალაქეების დიდი ნაწილი კვლავ უმუშევრად არის დარჩენილი. დანარჩენ საქართველოსთან შედარებით უფრო მეტი შეზღუდვა მოქმედებს აჭარაში - აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და კვების ობიექტები 22:00 საათზე იკეტება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG