Accessibility links

site logo site logo

ქიმიური იარაღის აკრძალვის ჯგუფი მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან ნავალნის მოწამვლის საქმეში


ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) დაადასტურა რუსეთის თხოვნა მსოფლიოში მაკონტროლებელი ჯგუფის მიმართ ქვეყანაში ექსპერტების გაგზავნის შესახებ.

კრემლის მიმართ მსოფლიოში გამოითქვა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის ბრალდება. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, 5 ოქტომბერს თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ოთხი დღის წინ მიიღო მოთხოვნა, განეხილა ექსპერტების გაგზავნა რუსეთის ფედერაციაში რუს ექსპერტებთან თანამშრომლობის მიზნით.

რუსეთის ხელისუფლებისადმი თავის პასუხში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო არიასმა განაცხადა, რომ "ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნა უმოკლეს ვადაში გახდება შესაძლებელი", მაგრამ აგრეთვე მოითხოვა დამატებითი განმარტება, თუ რა სახის ექსპერტიზა იქნება ჩასატარებელი.

ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს "ნოვიჩოკის" ჯგუფის შხამით, რომელიც, კონკრეტულად, ოფიციალურად არ შედის აკრძალული ნივთიერებების სიაში.

ამასთან, თავისი სტრუქტურით, ის ახლოსაა სხვა აგენტებთან, რომლებტც ორგანიზაციამ აკრძალა 20129 წელს.

44 წლის ნავალნი 22 სექტემბერს გამოწერეს ბერლინის საავადმყოფოდან, სადაც ის მკურნალობდა - როგორც გერმანიამ განაცხადა - საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის გამო.

ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ნავალნიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, აგვისტოში მოწამვლის უკან, რომელმაც ლამის მისი სიცოცხლე შეიწირა, ვლადიმირ პუტინი იდგა. კრემლმა განაცხადა, რომ ეს ბრალდება მიუღებელი, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG