Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმნაძე: აჭარაზე ისეთივე დატვირთვაა ალბათ როგორიც იყო იტალიის ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში 


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ფორმულის" ეთერში შეაფასა COVID - 19-ის გავრცელების მასშტაბი. მან აჭარის ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იტალიას შეადარა.

„აჭარაზე ახლა მოდის ისეთივე დატვირთვა ალბათ, როგორც იტალიაში, რომ იყო ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში დაახლოებით ისეთივეა ავადობა. აჭარის ჯანდაცვის სისტემა ამას უმკლავდება. დახმარება შეიძლება სჭირდებოდეს გარედან, მაგრამ ძირითადად უმკლავდება სიტუაციას. თუ ეს პაციენტები ასე ვთქვათ, განაწილებულები იქნებიან, ეს ნაკლები პრობლემა იქნება. თუ ეს იქნება კონცენტრირებული რომელიმე რეგიონში, ეს უფრო მეტი პრობლემა იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე", - თქვა იმნაძემ.

როგორც ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, ე.წ. ლოკდაუნის ერთადერთი მიზეზი შეიძლება გახდეს, პაციენტების ისეთი კატასტროფული მატება თუ საავადმყოფოებში აღარ დარჩება ადგილი მძიმე ავადმყოფებისთვის. „ის, რაც გააკეთეს იტალიამ და ესპანეთმა. კლინიკები ვეღარ იტევდა ავადმყოფებს", - დაამატა იმნაძემ.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 245 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 4 887, გარდაიცვალა 58 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG