Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ ყირგიზეთში ვითარება გაურკვეველია


ყირგიზეთი გაურკვეველი ვითარება შეიქმნა 6 ოქტომბერს მას მერე, რაც ოფიციალურმა პირებმა გააუქმეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები კვირას ქაოტური გამოსვლების შემდეგ და რაც არაერთმა პოლიტიკურმა ძალამ გამოაცხადა ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესახებ, რასაც პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა გადატრიალება უწოდა.

ჟეენბეკოვმა, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია, 6 ოქტომბერს მოუწოდა ხალხს სიმშვიდისკენ და განრისხებული დემონსტრანტების ქმედებას, როცა ისინი მთავრობის, ტელევიზიის და უშიშროების შენობებში შეიჭრნენ, უწოდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მცდელობა, ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟეენბეკოვი ვითარებას აკონტროლებს და აკეთებს ყველაფერს, რათა აღდგეს კანონიერება და წესრიგი.

არ არის ცხადი, ვინ არის მმართველი ქვეყანაში, რადგან პრეზიდენტს და ოპოზიციურ პარტიებს აქვთ პრეტენზია ხელისუფლებაზე, ხოლო საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს რუსეთის მოკავშირე ყირგიზეთში, რომელიც მოსკოვის, ვაშინგტონის და პეკინის გეოპოლიტიკური პაექრობის არე იყო, 5 ოქტომბერს მოჰყვა მძაფრი გამოსვლები და შეტაკებები ბიშკეკის ქუჩებში, რაც 6 ოქტომბერსაც გაგრძელდა.

არეულობისას დემონსტრანტები შევიდნენ პარლამენტის და პრეზიდენტის შენობაში, მათ გაათავისუფლეს ალმაზბეკ ათანბაევი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც წლის დასაწყისში დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იტყობინებოდა, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა დემონსტრაცია. ამ არეულობის დროს ერთი პირი დაიღუპა, 590 დაშავდა. 6 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაუქმებულია და რომ კენჭისყრას გაიმეორებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG