Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენთან მეორე დებატების მოლოდინშია


დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის პირველი დებატები 29 სექტემბერს, კლივლენდში გაიმართა
დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის პირველი დებატები 29 სექტემბერს, კლივლენდში გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება 15 ოქტომბრისთვის დანიშნულ დებატებს. პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის მეორე დებატები მაიამიში გაიმართება.

ტრამპის და ბაიდენის პირველი დებატები 29 სექტემბერს შედგა ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს და პირველ ლედის კორონავირუსი აქვთ.

დონალდ ტრამპი გადაიყვანეს უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო- სამედიცინო ცენტრში, რომელიც 5 ოქტომბერს დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა. ჰოსპიტლიდან გაწერის წინ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინ.

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ კონლიმ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არანაირ სიმპტომებს არ უჩივის, ყველა მაჩვენებელი სტაბილური აქვს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ისევ ძალიან კარგია.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა ჯო ბაიდენმაც და მისი პასუხი უარყოფითი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერსაა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG