Accessibility links

ქალთა NBA-ში სეზონი „სიეტლ შტორმის“ ტრიუმფით დასრულდა


ქალთა NBA-ის ოცდამეოთხე სეზონის პლეი ოფის შეხვედრებს ფლორიდამ უმასპინძლა.

ქალთა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (WNBA), ფინალური სერიის მესამე მატჩში „სიეტლ შტორმმა" და „ლას ვეგას ეისისი" 33 ქულიანი უპირატესობით დაამარცხა, ანგარიშით 92:59, სერია კი 3:0 მოიგო და ორწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

ქალთა NBA-ის ოცდამეოთხე სეზონის პლეი ოფის შეხვედრებს ფლორიდამ უმასპინძლა და გადამწყვეტი მატჩები სახალხო მოძრაობა Black Lives Matter-ს მიეძღვნა. მესამე მატჩის საუკეთესო მოთამაშე „სიეტლელი“ ბრეანა სტიუარტი გახდა. მანვე მოიპოვა ფინალური სერიის MVP-ის წოდება, ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ.

„სიეტლ შტორმის“ ანგარიშზე უკვე ოთხი საჩემპიონო ბეჭედია. პირველი 2004 წელს მოიგო, მეორე - 2010 წელს. მესამე და მეოთხე კი 2018 და 2020 წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG