Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული ილია ფილფანის ოჯახი მპოვნელისთვის ჯილდოს აწესებს


სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახი, ბავშვის მპოვნელს ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ფულად ჯილდოს გადასცემს, ამის შესახებ ბავშვის მშობლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

ოჯახის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოიძიება ეფექტურად მიმდინარეობს ბავშვის გაუჩინარებიდან ორთვენახევრის თავზე სამართალდამცველები საკმარის ინფორმაციას არ ფლობენ.

ილია ფილფანის დედის ქსენია ფილფანის თქმით, ადგილზე წარმოებული სამძებრო სამუშაობის პარალელურად დაწყებულია საერთაშორი ძებნაც. მისი თქმით, ოჯახი ინფორმატორს კონფიდენციალობის სრულ გარანტიას აძლევს.

„გამოძიება მიმდინარეობს, განიხილავენ ყველა შესაძლო ვერსიას და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზედა სვანეთს - ლენჯერს, ჯვარს და მესტიას, სადაც ბავშვი ბოლოს ნახეს. გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისათვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სად იმყოფება ამ დროს ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50 000 ლარი. ნებისმიერი ინფორმაციისათვის რომელიც ბავშვის პოვნაში დაგვეხმარება, ან მიგვითითებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირი აქვს, 30 000 ლარს გადავცემთ“,-თქვა ქსენია ფილფანმა.

მისი სიტყვებით ოჯახს სურს გამოიყენოს შესაძლებლბა მიაკვიოს ილია ფილფანის ადგილსამყოფელს თუნდაც უცხოეთში, თუ ამის ერთპროცენტი ალბათობა მაინც არსებობს.

13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს დღის პირველ ნახევარში სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ასევე ნახეთ: ორი კვირაა ეძებენ მესტიაში დაკარგულ 13 წლის მოზარდს

შსს: გაუჩინარებული ილია ფილფანის ძებნის სამუშაოები გრძელდება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG