Accessibility links

logo-print logo-print

გორის ბავშვთა საავადმყოფოს ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 23-მა პაციენტმა მიმართა


გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით ბოლო 24 საათში, კიდევ 23 პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ განაცხადა.

„გასული 24 საათის განმავლობაში, „იავნანას“ მიმართა სულ 23-მა პაციენტმა, აქედან 15 პაციენტი იყო გასტროინტესტინალური დარღვევებით. მათგან ერთი პაციენტი მკურნალობას გადის კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში, 14-ს აღმოვუჩინეთ დახმარება და ისინი გაეწერენენ ბინაზე.

მთლიანობაში, ამ დიაგნოზით, სტაციონარში რჩება 25 პაციენტი, თუმცა, დღის განმავლობაში, მათი დიდი ნაწილი გაეწერება. პაციენტების მდგომარეობა, ზოგადად, არის დამაკმაყოფილებელი და სტაბილური“, - განაცხადა „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ.

ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში მოხვედრილ მოზარდებს, სხვა კვლევებთან ერთად, ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზეც და ყველა ტესტი უარყოფითია.

ბოლო 4 დღის განმავლობაში გორის ბავშვთა საავადმყოფოს, ინტოქსიკაციის ნიშნებით ასზე მეტმა მოზარდმა მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG