Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში დაიწყო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სასამართლო


ბერლინში დაიწყო საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის სასამართლო. ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალი ედება 55 ვადიმ კრასიკოვს.

ხანგოშვილს თავში ორჯერ ესროლეს 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინის ერთ-ერთ პარკში.

ეჭვმიტანილს ბრალი ედება მკვლელობაში და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.

ხანგოშვილი, ეთნიკური ქისტი, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენ სეპარატისტებთან ერთად. შემდეგ ის ცხოვრობდა საქართველოში, სადაც მასზე განხორციელდა წარუმატებელი თავდასხმა. შემგომ ხანგოშვილი გადასახლდა გერმანიაში, სადაც თავშესაფარს ითხოვდა.

2020 წლის 18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით. მოგვიანებით ბერლინმა მოსკოვს ბრალი დასდო, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებაში და გერმანიიდან რუსეთის რამდენიმე დიპლომატი გააძევა. კრემლი უარყოფს ამ ბრალდებებს.

ასევე ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ და სისხლი სამართლის საქმეების ფედერალურმა უწყებამ გამოავლინეს ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილე მეორე პირის კვალი. ის ასევე რუსეთის მოქალაქეა და მასზე გაცემულია პასპორტი რომან დავიდოვის სახელზე. The Insider-მა დაადგინა, რომ მისი ნამდვილი ვინაობაა რომან დემიანჩენკო და ის წარსულში ფსბ-ს თანამშრომელი იყო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომლის დაბადების დღეცაა სასამართლოს დაწყების დღეს, საჯაროდ დააბრალა ხანგოშვილს ჩეჩნეთში კონფლიქტის პერიოდში ათეულობით ადამიანის მოკვლა.

საგამოძიებო საინტერნეტო საიტის, Bellingcat-ის თანახმად, კრასიკოვი დაქირავებული მკვლელია, რომელიც ყაზახეთში გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG