Accessibility links

site logo site logo

მთავრობა აჭარაში მცხოვრებთა დახმარებაზე იფიქრებს


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იფიქრებს, როგორ დაეხმაროს აჭარის რეგიონში დაწესებული შეზღუდვების გამო შექმნილი პრობლემების მქონე მოქალაქეებს.

დაწესებული შეზღუდვების გამო გუშინ ბათუმში საპროტეტო აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები ტრანპორტის ამუშავებას და სოციალური დახმარების გამოყოფას მოითხოვდნენ.

„რაც შეეხება შეკითხვას ბათუმში მთავრობის სახლის წინ გამართული აქციის შესახებ, ორი სხვადასხვა თემაა: სოციალური დახმარება სოციალური დახმარებაა და ტრანსპორტის აღდგენა ტრანსპორტის აღდგენაა“, განაცხადა პრემიერ -მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

მისი სიტყვებით, ბათუმში ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის შედარებით მძიმე „რა თქმა უნდა შეზღუდვებიც ბათუმში არის შედარებით უფრო მძიმე“. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა არ აპირებს სისტემური შეზღუდვების დაწესებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და გარკვეული სექტორების სრულად დახურვას. როგორ კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება შეზღუდვები მოიხსნება.

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით ერთი და ორი თვით გაგრძელებული შეზღუდვები მოქალაქეების სოციალური ფონს ამძიმებს, მაგრამ მთავრობა სოციალური დახმარების სერიოზულ პაკეტს და სტრუქტურას სთავაზობს მოქალაქებებს. ამასთან გიორგი გახარიას თქმით „საქართველო კი არ მსოფლიო გლობალურად არის ამ პრობლემაში“.

„ყველანი ხო ვხვდებით, რომ წელს მაგალითად ტურიზმი არ აღდგება და ჩვენ სამსჯელო გვექნება ტურისტულ სექტორს რით დავეხმაროთ, ჩვენ სამსაჯელო გვექნება, თუ სამუშაო ადგილები ისეთი სისწრაფით არ აღდგა, ჩვენს სოციალურად დაუცველებს როგორ დავეხმაროთ. იქ, მაგალითად აჭარაში ან ბათუმში თუ ჩვენ სპეციალური, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით უფრო მძიმე შეზღუდვები დავაწესეთ, რომელსაც პირდაპირ იმოქმედა ადამიანების და ოჯახების შემოსავალზე, რა თქმა უნდა ამაზეც ვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ მათ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

"დაგვაბრუნეთ ჩვეულ რიტმში" - ამ მოთხოვნით 6 ოქტომბერს მოქალაქეებმა, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით, ბათუმში აქცია გამართეს. მათი თქმით, უმუშევრობის გამო, ვერ ფარავენ საბანკო სესხებს.

ეპიდსტუაციის გამო აჭარაში - აკრძალულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და კვების ობიექტები 22:00 საათზე იკეტება.

7 ოქტომბრის კორონავირუსის 508 დადასტურებული ახალი შემთხვევიდან 259 ახალი შემთხვევა, აჭარაში გამოვლინდა რაც საერთო რაოდენობის 51%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG