Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიასთვის კატეგორიულად მიუღებელია ჟენევაში დანიშნული შეხვედრის ჩაშლა


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდის ჩაშლას კატეგორიულად მიუღებელი უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ჟენევა საქართველოსთვის ერთადერთი ქმედითი და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმატია.

„ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა ჩაკეტილია და ადამიანებს სამედიცინო დახმარების მიღების ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამის საშუალება არ გვეძლევა“, - განაცხადა გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე..

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. მის ჩაშლაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი დაადანაშაულა. დისკუსიის თანათავმჯდომარეთა ინფორმაციით, შეხვედრა დეკემბრის დასაწყისისთვის გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG