Accessibility links

logo-print logo-print

ინტენსიური ბრძოლა გრძელდება მთიანი ყარაბაღის გარშემო


მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გარშემო 7 ოქტომბერს ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა ცეცხლის შეწყვეტისკენ სომხეთ-აზერბაიჯანის ამ კონფლიქტის ზონაში.

ერევანში სამხედრო სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სეპარატისტების სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა არმიამ უკუაგდო აზერბაიჯანის მიერ მიტანილი მასშტაბური იერიში მის პოზიციებზე "კონტაქტის ხაზზე", მთიანი ყარაბაღის უკიდურეს სამხრეთში მდებარე მონაკვეთში. ირანის მოსაზღვრე ეს მონაკვეთი ბოლო დღეეებში ბრძოლის ეპიცენტრი იყო.

შეტაკებები 27 სექტემბერს დაიწყო და მას შემდეგ ორივე მხარე იუწყება სულ მცირე 250 დაღუპულზე, მათ შორის ათობით სამოქალაქო პირზე. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რეალური მონაცემი გაცილებით მაღალია, რადგან ორივე მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს დიდი სამხედრო დანაკარგი მიაყენა. ერთმანეთს ორივე მხარე ადანაშაულებს სამოქალაქო პირებზე თავდასხმებში.

რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის ჟურნალისტები, რომლებიც სტეფანაკერტში არიან, იუწყებიან აზერბაიჯანის ძალების მხრიდან სროლაზე 7 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც 6 ოქტომბერს მცირედი პაუზა იყო.

ბრძოლამ გაზარდა შეშფოთება, რომ შეტაკებები შესაძლოა გადაიზარდოს უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტში, რომელშიც ჩაერთვებიან აზერბაიჯანის უახლოესი მოკავშირე თურქეთი და რუსეთი, რომელსაც სომხეთთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული თავდაცვის სფეროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG