Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძის თქმით, „კონტაქტში მყოფი" ადამიანი 12 დღით გადავა თვითიზოლაციაში ან კარანტინში


ამირან გამყრელძე
ამირან გამყრელძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი ტესტირების გარეშე, დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში, ან კარანტინში თუ თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს.

„თუ ის გახლავთ უსიმპტომო, 12 დღის შემდეგ (ზოგადად ინფიცირებულებში დღეს უსიმპტომოთა რიცხვი 30%-დან 40%-მდე ვარირებს), ყოველგვარი ტესტის გარეშე ის თავისუფალია. მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ (აქ არის ძალიან დიდი როლი პირველადი ჯანდაცვის და ჩემი კოლეგების საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან), თუ თვითიზოლაციასა და კარანტინტინში მყოფ კონტაქტირებულ პირს დაეწყება რამე მსუბუქი სიმპტომიც კი, როგორიც არის ვთქვათ, დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ხველა ან ოდნავ სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, რომ მან შეატყობინოს ექიმს", - განმარტავს გამყრელიძე.

ამ საკითხზე საუბრისას 2 ოქტომბერს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთა მალევე ტესტირება დიდ შედეგს არ იძლევა, რადგან შესაძლოა, ვირუსი არა პირველ-მეორე დღეს, არამედ მომდევნო დღეებში გამოჩნდეს, ამიტომ მათი სწრაფად იზოლირება აუცილებელია ინფექციის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

თავდაპირველად კარნტინისა და თვითიზოლაციის ვადად 14 დღე სახელდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG