Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 108 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

აპრილიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1976 შემთხვევა, მათგან 668 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ.

7 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს კლინიკებში მყოფი 58 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო მთავრობას მაისიდან დადასტურებული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 111 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG