Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი გახარია: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ბიზნესებს შეღავათები დაუწესდებათ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ბიზნესებს შეღავათები დაუწესდებათ როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადზე. პრემიერმა თქვა, რომ საკითხს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

პრემიერის განმარტებით, გადასახადები, დაახლოებით, 5 პროცენტამდე შემცირდება.

"ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის პერიოდში გლობალური ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ისე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა, იმუშაონ", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ კონკრეტულად რომელ დარგებს შეეხება ეს ცვლილება. მან განმარტა, რომ საწყის ეტაპზე საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და IT კომპანიებს შეეხებათ ეს ცვლილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG