Accessibility links

კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარიდანაა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 230 აჭარიდანაა. ჯამში საქართველოში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4 672-ია, მათგან 60 კრიტიკულ მდგომარეობაშია, საიდანაც 59-ს მართვითი სუნთქვა სჭირდება.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 134;
  • იმერეთი - 68;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8;
  • მცხეთა-მთიანეთი - 5;
  • გურია - 5;
  • ქვემო-ქართლი - 8;
  • შიდა ქართლი - 6;
  • სამცხე-ჯავახეთი - 8.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირებული 472 ახალი შემთხვევით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 225-მდე გაიზარა. ამავე პერიოდში 318 პირი გამოჯანმრთელდა და საერთო მაჩვენებელი 5 553-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 3 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 66-ს გაუტოლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG