Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჭიჭინაძე: საზოგადოება პოლარიზებულია და არც ერთი მხარე არ არის მზად, აღიაროს მეორის გამარჯვება


დავით ჭიჭინაძე
დავით ჭიჭინაძე

„მე ვერ ვიტყვი რა იქნება 22-23 დღის შემდეგ იმიტომ, რომ რეგიონში საკმაოდ მძაფრი სიტუაციაა, ქვეყანაში ეკონომიკაში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა და როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“- განაცხადა რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" პარტია „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. მსმენელის კითხვაზე, არის თუ არა არჩევნების შედეგების გაყალბების რისკი „ქართული ოცნების“ განცხადებებში იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არჩევნებში უმრავლესობის აღებას შეძლებს, მან განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოვა უმრავლესობით და ვინ უმცირესობით. მისი აზრით, მთავარია პოლარიზებული საზოგადოება როგორ აღიქვამს ამას:

„საზოგადოებაში არის ყველაზე ცუდი განწყობა, რასაც ჰქვია. პოლარიზებულია საზოგადოება. ჩვენ ვხედავთ და არც ერთი მხარე არ არის მზად აღიაროს მეორე მხარის გამარჯვება. ეს არის ყველაზე ცუდი იმიტომ, რომ აქ არ არის პოლიტიკურ დამარცხებაზე საუბარი, აქ არის პრაქტიკულად ბრძოლა არსებობისათვის. "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ ამ ქვეყანაში ეს არჩევნები არის ბრძოლა არსებობისთვის და როდესაც ადამიანები იბრძვიან არსებობისთვის, იქ საკმაოდ რადიკალურია და თუ შევხედავთ ყველგან ზოგადად, სადაც კი ჩატარდა არჩევნები, პოსტსაბჭოთა სივრცე იქნება თუ სადაც ტარდება, რადიკალიზაციის უმაღლესი დონეა. ანუ ეს არ არის მარტო ქართული ფენომენი“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დავით ჭიჭინაძემ.

პარტია „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მე-4 ნომრადაა რეგისტრირებული. თავად დავით ჭიჭინაძე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია თბილისის ისნის საარჩევნო ოლქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG