Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთის ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ახალი მთავრობის გარშემო


ბიზნესმენი, ტილეკ ტოკტოგაზიევი.

ყირგიზეთის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება პრემიერ-მინისტრის, კუბატბეკ ბორონოვის გადადგომის და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ საპროტსტო გამოსვლების ფონზე.

წინა მოწვევის 40-მდე დეპუტატი შეიკრიბა სასტუმროში, ბიშკეკში, როგორც მათ თქვეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდრომაზე.

მათ პრემიერის თანამდებობაზე წარადგინეს სადირ ჟაპაროვი. მაგრამ გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის თაობაზე სხდომის მონაწილეებს შორის კამათი გაიმართა.

ჟაპაროვის მოწინააღმდგეებმა შექმნეს საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც რამდენიმე პარტიის წარმომდგენლები შევიდნენ. მათ პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს ახალგაზრდა ბიზნესმენი, ტილეკ ტოკტოგაზიევი.

მასობრივი გამოსვლები ყირგიზეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას მერე, რაც გამოცხადდა, რომ პრეზიდენტის მომხრეებმა გაიმარჯვეს არჩენებში.

არეულობის დროს ყირგიზეთში დაშავდა ათასამდე ადამიანი, ერთი დაიღუპა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა მას მერე, რაც უკმაყოფილო დემონსტრანტებმა დაიკავეს პარლამენტის და სხვა სამთავრობო შენობები, გაათავისუფლებს საპატიმროდან ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი და მისი მომხრეები.

ოპოზიციური პარტიების წევრებმა განაცხადეს, რომ აპირებენ პრეზიდენტ სორონბაი ჟეენბეკოვის დამხობას და ახალი მთავრობის შექმნას.

ყირგიზეთში სამხედრო-საჰაერო ბაზა აქვს რუსეთს და ასევე არის ოქროს მსხვილი საბადო, რომელსაც კანადა აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG