Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თუთარჩელას“ 11 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა


რუსთავის პოპულარული ქალთა ანსამბლის, „თუთარჩელას“, 11 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ანსამბლის დანარჩენი 21 წევრი, მათ შორის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაშია გადასული.

ახალგაზრდული ანსამბლის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ერთ-ერთი წევრი გუნდს 3 ოქტომბერს შეუერთდა - მას შემდეგ, რაც, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში გრიპის სიმპტომებით მკურნალობდა, თუმცა ბოლოს გაკეთებული ტესტით covid-19 დაუდასტურდა.

„მომღერალმა, თავად ექიმმა, შემატყობინა, რომ სიცხე ჰქონდა და სადაც მუშაობს, იმ ლაბორატორიაში სწრაფი ტესტი გაიკეთა და უარყოფითი პასუხი მიიღო. გრიპს, დაახლოებით, 10 დღე მკურნალობდა, ტესტიც ორჯერ გაიკეთა და ორივეჯერ უარყოფითი შედეგი ჰქონდა, მაგრამ 3 ოქტომბერს, როცა რეპეტიციაზე მოვიდა, ვურჩიე კიდევ აეღო ტესტი. ანალიზმა covid-19 ზე დადებითი პასუხი აჩვენა. ეპიდემიოლოგმა ყველანი თვითიზოლაციაში გადაგვიყვანა და ახლა 11-ს აღმოაჩნდა“, თქვა თამარ ბუაძემ, რომლის ორ შვილს დაბალი ტემპერატურა აქვს.

თამარ ბუაძე, რომელიც, მისივე თქმით, არანაირ სიმპტომებს არ უჩივის, ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტის პასუხებს ელოდება.

„თუთარჩელა“ თბილისში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე გამოსასვლელად ემზადებოდა.
ანსამბლი მე-2 სამუსიკო სკოლაში გადიოდა რეპეტიციებს. შენობა მხოლოდ ამ ანსამბლს აქვს დათმობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG