Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წელს 15-მა დეპუტატმა ბიუჯეტის ფულით 50 000 კმ-ზე მეტი გაიარა


პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის მიუხედავად, დეპუტატების საწვავის ხარჯები მხოლოდ 14 პროცენტით შემცირდა - ეს არის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა. ორგანიზაციამ 2018-2020 წლებში პარლამენტის მიერ მოხმარებული საწვავის ხარჯები დათვალა.

კვლევის მიხედვით:

  • პარლამენტის სახელზე რიცხული 98 მანქანიდან 50-ს პარლამენტის დეპუტატები მოიხმარენ;
  • 2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7 791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7 197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7 071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7 015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6 771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა;
  • 2019 წელს 15 დეპუტატის შემთხვევაში, დაფარული მანძილი აღემატება 50 ათას კილომეტრს. მათ შორის ყველაზე დიდი მანძილი დაფარეს - დიმიტრი ხუნდაძე - 59 946 კილომეტრი, გიორგი ბეგაძე - 57 415 კილომეტრი, ზაზა გაბუნია - 56 420 კილომეტრი, ილია ნაკაშიძე - 55 966 კილომეტრი;
  • 2019 წელს საქართველოს პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ფარავდნენ 41 775 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 48,544 კილომეტრს;
  • პარლამენტარების მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1 კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ;
  • 2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის პერიოდი), წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა დაახლოებით 30%-ით (14 ათასი ლიტრით) შემცირდა;
  • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (აპრილი-მაისი) ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა დიმიტრი ხუნდაძემ (1 128 ლიტრი), გიორგი წერეთელმა (1 119 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (1 073 ლიტრი), მარიამ ჯაშმა (1024 ლიტრი) და რატი იონათამიშვილმა (955 ლიტრი);
  • საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სხვადასხვა დეპუტატზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა (მაგ. დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი წერეთელი, გოჩა ენუქიძე, ირმა ინაშვილი, რატი იონათამიშვილი) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი საწვავი მოიხმარეს, ვიდრე წინა წლის იგივე თვეებში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ყველა დეპუტატი, მათ შორის ისიც, გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში ჯდებიან.

"ძალიან ბევრს ვმოძრაობ, ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, დღის განმავლობაშ დავდივარ უამრავ პრეზენტაციებზე. სხვათა შორის, პირად საქმეზე ქალაქიდან თვეზე მეტია, არ გავსულვარ", - თქვა მდინარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG