Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი უარს ამბობს ბაიდენთან ონლაინ დებატებში მონაწილეობაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა თავის დემოკრატ მეტოქესთან, ჯო ბაიდენთან ონლაინ დებატებში მონაწილეობაზე.

Fox Business-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაზე დროს არ დახარჯავს. მან ასევე თქვა, რომ, მისი აზრით, პირველ დებატებში დაამარცხა ბაიდენი და აღარ აპირებდა მეორეჯერ მის დამარცხებას.

მანამდე დებატების ჩატარების კომიტეტმა განაცხადა, რომ დებატების ვირტუალურ ფორმატში გამართვას აპირებს. მაყურებლები და მოდერატორი მაიამიში უნდა ყოფილიყვნენ, საპრეზიდენტო კანდიდატები კი - ონლაინ.

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინეს. ექიმების რეკომენდაციით, პრეზიდენტი რამდენიმე დღით იმყოფებოდა საავადმყოფოში და ის დისტანციურად მუშაობდა. ტრამპის თქმით, ახლა ის თავს კარგად გრძნობს.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის პრეზიდენტთან ახალი წინაასაარჩევნო შეხვედრისთვის, თუკი ეს უსაფრთხო იქნება.

ტრამპსა და ბაიდენს შორის გასულ კვირაში გამართულმა პირველმა დებატებმა ემოციური შეტაკებების სახე მიიღო.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG