პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან" ირაკლი აბესაძე „ფეისბუკზე" წერს, რომ „სამხედრო ვერტმფრენი დააჯახეს ავტობუსს". დეპუტატი შემთხვევის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ თბილისში (ისანი-სამგორი) მოხდა და სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. პრესცენტრში არ აზუსტებენ ავტობუსის მძღოლი დააჯარიმეს თუ სატვირთო მანქანის, რომელზეც განთავსებული იყო ტექნიკა.
დაწერეთ კომენტარი