Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში კორონავირუსით 24 საათში ინფიცირების შემთხვევების ახალი პიკია


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს 338 779-ს მიაღწია კორონავირუსით 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვმა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა პიკი - 330 340 შემთხვევა 2 ოქტომბერს დაფიქსირდა. მომდევნო დღეებში, 8 ოქტომბრამდე კლების ტენდენცია შეინიშნებოდა.

საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 36 მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 1 049 000-ს აჭარბებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და საერთო ჯამში, 17 მილიონს აჭარბებს ამერიკის კონტინენტებზე. მეორე ადგილზეა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც 7,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა. ევროპაში ინფიცირებულთა რაოდენობა 6,5 მილიონს აჭარბებს. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში კორონავირუსის 2,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა. აფრიკაში 1,2 მილიონს აჭარბებს. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში 640 ათასზე მეტი შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG