Accessibility links

კორონავირუსის გამო შეზღუდვები დაწესდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში


სოფელ ერისიმედის შესასვლელი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში გადაადგილება შეიზღუდა. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ 60 წლამდე ასაკის ქალს, რომელიც ერისიმედში აჭარიდან დაბრუნდა, კონტაქტი ჰქონდა სოფლის ბევრ მცხოვრებთან.

ჯერჯერობით დადასტურებულია, რომ კორონავირუსი აქვს ინფიცირებული ქალის ქმარსაც. ერისიმედში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგისა და ტესტირებისთვის სოფლის შესასვლელში სამედიცინო კარავი განთავსდა. ერისიმედის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

სოფელ ერისიმედში 320-მდე მოსახლეა. უმეტესობა აჭარიდან განსახლებული ეკომიგრანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG