Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა


ცხინვალის საავადმყოფო
ცხინვალის საავადმყოფო

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანის ინფიცირება დაადასტურეს. მაისიდან, ადგილობრივ დე ფაქტო მთავრობას აღრიცხული აქვს 131 შემთხვევა.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლებას აპრილიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, დადასტურებული აქვს კორონავირუსის 2071 შემთხვევა, მათ შორის 19 გარდაცვალების.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ.

დღეს, 9 ოქტომბერს დილით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ მედიას უთხრა, რომ კოვიდ-ცენტრებში მყოფ მძიმე პაციენტებს შორის 1 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდანაა და 9 აფხაზეთიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG