Accessibility links

site logo site logo

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი გახდა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (World Food Fund). ამის შესახებ დღეს გამოაცხადა ნობელის პრემიების კომიტეტმა.

ორგანიზაციამ ჯილდო მიიღო შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე შიმშილის, როგორც ომისა და კონფლიქტების იარაღის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევისთვის. 2019 წელს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დახმარება მიიღო 88 ქვეყნის 100-მა მილიონმა ადამიანმა.

წელს საპატიო ჯილდოს პრეტენდენტი იყო 300-ზე მეტი კანდიდატი, მათ შორის - ასზე მეტი ორგანიზაცია. პრეტენდენტთა შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია, რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი.

პრემია შეადგენს 10 მილიონ შვედურ კრონას (1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი). ჯილდოს გადაცემის ცერემონია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართება 10 დეკემბერს, პრემიის დამაარსებლის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG