Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში იმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში პირველ მოლაპარაკებებს მართავენ უმაღლეს დონეზე, მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ შეტაკებები განახლდა მთიანი ყარაბაღის რეგიონში.

ზოჰრან მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრის გასამართად მიიწვია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, შეწყვიტონ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები.

საფრანგეთმა, რომელიც რუსეთსა და აშშ-სთან ერთად შედის საშუამავლო ჯგუფში ბაქოსა და ერევანს შორის ხანგრძლივ კონფლიქტში, განაცხადა, რომ არის გარღვევის შანსი, მაგრამ დარწმუნებით ამის თქმა შეუძლებელია.

პუტინმა „დიდი და ინტენსიური სამუშაო გასწია თავის ბაქოელ და ერევნელ კოლეგებთან ერთად“, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ამასთან, მან დასძინა, რომ პუტინი არ აპირებს ორ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას.

„ამჟამად დაგეგმილია სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მუშაობა“, განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG