Accessibility links

ყირგიზეთის კანონმდებლები ახალ პრემიერ-მინისტრს უყრიან კენჭს


ყირგიზეთის პარლამენტის შენობა.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ყირგიზეთის პარლამენტის წევრებმა, ისინი 10 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის რეზიდენციაში შეიკრიბებიან ბიშკეკის მახლობლად, რათა განიხილონ პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები და კენჭი უყარონ ახალ პრემიერ-მინისტრს.

ეს შეხვედრა დაინიშნა მას შემდეგ, რაც 9 ოქტომბერს ჟეენბეკოვმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დედაქალაქში კი ახალი შეტაკებები მოხდა მოქიშპე დაჯგუფებებს შორის, რომლებიც მთავრობის დამხობის შემდეგ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

9 ოქტომბერს საღამოს ბიშკეკში სამხედრო შენაერთები და სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტისთვის მებრძოლი ტილეკ ტოქტოგაზიევი ერთ-ერთი იყო ხუთ დაშავებულს შორის, როცა ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის მომხრეები შეეტაკნენ მოწინააღმდეგე ფრთის პოლიტიკოსის, სადირ ჟაპაროვის დაჯგუფების წარმომადგენლებს.

დემონსტრანტებმა, რომლებმაც 6 ოქტომბერს ჩაიგდეს ხელში რამდენიმე სამთავრობო შენობა, ატამბაევი ციხიდან გაათავისუფლეს. ის 11 წლით იხდიდა პატიმრობას კორუფციის ბრალდებით.

6 ოქტომბერს ჟაპაროვი რამდენიმე პარტიამ დაასახელა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, მას მერე, რაც ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის გრძელვადიან პატიმრობას იხდიდა ადამიანის გატაცების ბრალდებით. ჟაპაროვი ადრე ყირგიზეთის მთავრობის მაღალი რანგის წევრი და ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მრჩეველი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG