Accessibility links

site logo site logo

ევროპის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება


8618-ს მიაღწია 9 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობამ, რაც ზედიზედ მეოთხე რეკორდია ბოლო დღეებში.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს პანდემიაზე კონტროლი, რადგან ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად გაიზარდა მას მერე, რაც მკვეთრად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ პანდემიის დაწყებიდან.

ჩეხეთი და გერმანია მიეკუთვნება ევროპის იმ ქვეყნებს, სადაც საგანგაშოდ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ახალი შეზღუდვების შემოღებას აიძულებს ქვეყნებს, რათა შეაჩერონ ეს ტენდენცია.

ჩეხეთში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა მიაღწია 109 374-ს.

ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობა აღრიცხეს პოლონეთსა და უკრაინაში, ასევე რუსეთშიც, რომელიც დადასტურებული შემთხვევების მიხედვით მეოთხე ადგილზეა 12 126 ახალი შემთხვევით, რაც უდიდესი რაოდენობაა მაისის შემდეგ.

მერკელის თქმით, თუ ჯანდაცვას აღარ შეუძლია ინფიცირების ჯაჭვისთვის თვალის მიდევნება, კორონავირუსი შეიძლება უკონტროლოდ გავრცელდეს.

მაგრამ, გერმანიის კანცლერის თქმით, „ჩვენ სრულიად არ ვართ უძლური“. ის მიესალმა შეზღუდვების აღდგენას ბევრ ქალაქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG