Accessibility links

კორონავირუსის გამო ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა ერთი კვირით გადაიდო


ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 12 ოქტომბრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 19 ოქტომბერს დაიწყება. მიზეზი ისაა, რომ ქალაქის სამ სხვადასხვა ბაგა-ბაღში თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ ბაღების ნაწილში სწავლის დაწყება, რემონტის გამო, ისედაც ვერ მოხერხდებოდა. ქუთაისში სულ 37 ბაგა-ბაღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG